NDI: მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას "კარგად" 13% აფასებს
"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" NDI-ის კვლევის თანახმად, კათოლიკოს-პატრიარქის საქმიანობას გამოკითხულთა 75% აფასებს, როგორც "ძალიან კარგი". გამოკითხულთა 13% პატრიარქის საქმინობას "კარგის" შეფასებას აძლევს.
გამოკითხულთა 34% პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას "ძალიან კარგად", ხოლო 35 "კარგად" აფასებს.
NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის საქმიანობა გამოკითხულთა 5%-მა "ძალიან კარგად", ხოლო 33%-მა "კარგად" შეაფასა.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლის, მანანა კობახიძის საქმიანობას გამოკითხულთა 6% "ძალიან კარგად", ხოლო 28% "კარგად" აფასებს.
კვლევაში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ბაქრაძის საქმიანობა 4%-მა "ძალიან კარგად", ხოლო 17%"კარგად" შეაფასა.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას, მას გამოკითხულთა მხოლოდ 3% აფასებს "ძალიან კარგად", ხოლო 13%-ს მიაჩნია, რომ მისი საქმიანობა "კარგია".
თბილისის მერის გიგი უგულავას საქმიანობას "ძალიან კარგად" 3%, "კარგად" კი 11% აფასებს.
რაც შეეხება გიგა ბოკერიას, მისი საქმიანობა "ძალიან კარგად" გამოკითხულთა 1%-მა შეაფასა, ხოლო 5%-მა "კარგად.
NDI-იმ აღნიშნიშული კვლევა 14-25 ნოემბრს მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 1947 მოქალაქე გამოკითხა.
ცდომილება საშუალოდ, +- 3%-ია.