ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 72% თავდაცვის მინისტრად და ვიცე-პრემიერად ირაკლი ალასანიას დანიშვნას ეთანხმება. კვლევის მიხედვით, იუსტიციის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნას გამოკითხულთა 70%, ხოლო სასჯელაღსრულების მინისტრად სოზარ სუბარის დანიშვნას გამოკითხულთა 66% ეთანხმება.
კითხვაზე: "ეთანხმებით თუ არა შემდეგი მინისტრების დანიშვნას", - გამოკითხულთა 66% საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრად მაია ფანჯიკიძის, ხოლო 63% შსს მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნას დაეთანხმა.
რაც შეეხება ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს, აღნიშნულ პოსტზე დანიშვნას გამოკითხულთა 59% ემხრობა. 57% კი აღნიშნულ შკალაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად ლევან ყიფიანის დანიშვნას დაეთანხმა.
(NDI)-ს კვლევის შედეგების მიხედვით, ერთი და იგივე მაჩვენებელი 53-53% აქვთ განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრებს გიორგი მარგველაშვილს და დავით სერგენკოს.
52-52%-ს ინაწილებენ კულტურისა და ენერგეტიკის მინისტრები გურამ ოდიშარია და კახა კალაძე. გამოკითხულთა 56% სოფლის მეურნეობის მინისტრად დავით კირვალიძის, ხოლო სახელმწიფო მინისტრად რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილის დანიშვნას ეთანხმება.
NDI-იმ აღნიშნული კვლევა 14-25 ნოემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 1947 მოქალაქე გამოკითხა.
ცდომილება საშუალოდ, 3%-ია.