ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობას გამოკითხულთა 72% ეთანხმება

ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობას გამოკითხულთა 72% ეთანხმება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 72% თავდაცვის მინისტრად და ვიცე-პრემიერად ირაკლი ალასანიას დანიშვნას ეთანხმება. კვლევის მიხედვით, იუსტიციის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნას გამოკითხულთა 70%, ხოლო სასჯელაღსრულების მინისტრად სოზარ სუბარის დანიშვნას გამოკითხულთა 66%  ეთანხმება. 

 

კითხვაზე: "ეთანხმებით თუ არა შემდეგი მინისტრების დანიშვნას", - გამოკითხულთა 66% საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრად მაია ფანჯიკიძის, ხოლო 63% შსს მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნას დაეთანხმა.

 

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს, აღნიშნულ პოსტზე დანიშვნას გამოკითხულთა 59% ემხრობა. 57% კი აღნიშნულ შკალაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად ლევან ყიფიანის დანიშვნას დაეთანხმა.

 

(NDI)-ს კვლევის შედეგების მიხედვით, ერთი და იგივე მაჩვენებელი 53-53% აქვთ განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრებს გიორგი მარგველაშვილს და დავით სერგენკოს. 

 

52-52%-ს ინაწილებენ კულტურისა და ენერგეტიკის მინისტრები გურამ ოდიშარია და კახა კალაძე. გამოკითხულთა 56% სოფლის მეურნეობის მინისტრად დავით კირვალიძის, ხოლო სახელმწიფო მინისტრად რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილის დანიშვნას ეთანხმება.

 

NDI-იმ აღნიშნული კვლევა 14-25 ნოემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 1947 მოქალაქე გამოკითხა.

ცდომილება საშუალოდ, 3%-ია.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: