ივერიონი / „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა 55%-ის აზრით, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება

„ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა 55%-ის აზრით, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა 55% მიიჩნევს, რომ ქვეყანა ძირითადად, სწორი მიმართულებით ვითარდება.


როგორც კვლევის შედეგებშია ნათქვამი, აღნიშნულ მოსაზრებას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 50%  იზიარებს.


კითხვაზე: - „როგორი მიმართულებით ვითრდება საქართველო?“ - (თქვენ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია) გამოკითხულთა 37%-მა პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა, ხოლო 42%-მა არ იცის.


გამოკითხულთა 45% არც ერთი პარტიის მხარდამჭერი არაა, ხოლო 9% სხვა პოლიტიკური პარტიების.


ამასთან,  „ქართული ოცნების“ გამოკითხულ ამომრჩეველთა 41% მიიჩნევს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატიაა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 43%-ის აზრით, საქართველოში დემოკრატია არაა.


რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებს, მათ 48%-ს მიაჩნია, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატიაა, ხოლო 43%-ის აზრით, - არა.
აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხი კი 34%-მა არ იცის.

17-12-2012, 13:40
უკან დაბრუნება