„ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა 55%-ის აზრით, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა 55% მიიჩნევს, რომ ქვეყანა ძირითადად, სწორი მიმართულებით ვითარდება.
როგორც კვლევის შედეგებშია ნათქვამი, აღნიშნულ მოსაზრებას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 50% იზიარებს.
კითხვაზე: - „როგორი მიმართულებით ვითრდება საქართველო?“ - (თქვენ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია) გამოკითხულთა 37%-მა პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა, ხოლო 42%-მა არ იცის.
გამოკითხულთა 45% არც ერთი პარტიის მხარდამჭერი არაა, ხოლო 9% სხვა პოლიტიკური პარტიების.
ამასთან, „ქართული ოცნების“ გამოკითხულ ამომრჩეველთა 41% მიიჩნევს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატიაა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 43%-ის აზრით, საქართველოში დემოკრატია არაა.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებს, მათ 48%-ს მიაჩნია, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატიაა, ხოლო 43%-ის აზრით, - არა.
აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხი კი 34%-მა არ იცის.