ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, „ქართული ოცნების“ გამოკითხულ ამომრჩეველთა 35%-ის აზრით, პირველი ოქტომბრის არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდა.
კვლევის მიხედვით, აღნიშნულ მოსაზრებას „ნაციონალური მოძრაობის“ გამოკითხული ამომრჩევლის 38% ეთანხმება, ხოლო 34%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
„ქართული ოცნების“ გამოკითხული ამომრჩევლის 45% მიიჩნევს, რომ არჩევნები მეტ-ნაკლებად კარგად ჩატარდა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 42% ეთანხმება. პასუხის გაცემაზე კი, უარი 50%-მა განაცხადა.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 14%-ის აზრით, არჩევნები ნაწილობრივ გაყალბდა, „ნაცმოძრაობის“ მხადამჭერთა 6% იზიარებს იმავე მოსაზრებას, ხოლო 2%-მა არ უპასუხა.
„ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა 1-1% მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები სრულად გაყალბდა.
NDI-მ კვლევის - „საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოში“ - მეორე ნაწილის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართა.
აღნიშნული კვლევა ჟურნალისტებს NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ გააცნო.