ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

„ნაცმოძრაობის“ გამოკითხული ამომრჩევლის 38%-ის აზრით, საპარლამენტო არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდა

„ნაცმოძრაობის“ გამოკითხული ამომრჩევლის 38%-ის აზრით, საპარლამენტო არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად,  „ქართული ოცნების“ გამოკითხულ ამომრჩეველთა 35%-ის აზრით, პირველი ოქტომბრის არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდა.

კვლევის მიხედვით, აღნიშნულ მოსაზრებას „ნაციონალური მოძრაობის“ გამოკითხული ამომრჩევლის 38% ეთანხმება, ხოლო 34%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

„ქართული ოცნების“ გამოკითხული ამომრჩევლის 45% მიიჩნევს, რომ არჩევნები მეტ-ნაკლებად კარგად ჩატარდა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 42% ეთანხმება. პასუხის გაცემაზე კი, უარი 50%-მა განაცხადა.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 14%-ის აზრით, არჩევნები ნაწილობრივ გაყალბდა, „ნაცმოძრაობის“ მხადამჭერთა 6% იზიარებს იმავე მოსაზრებას, ხოლო 2%-მა არ უპასუხა.

„ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა 1-1% მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები სრულად გაყალბდა.

NDI-მ კვლევის - „საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოში“ - მეორე ნაწილის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართა.

აღნიშნული კვლევა ჟურნალისტებს NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ გააცნო.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: