ივერიონი / საბერძნეთში ბანკის თანამშრომლები გაიფიცნენ

საბერძნეთში ბანკის თანამშრომლები გაიფიცნენ

საბერძნეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. მრავალათასიანი აქცია ათენის ცენტრში ამჯერად „პოსტ ბანკის“ თანამშრომლებმა გამართეს. მათ ხელისუფლების ახალი გეგმა გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც, საბერძნეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი პრივატიზაციას უნდა დაექვემდებაროს.

 

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ბანკის პრივატიზება სამუშაო ადგილების მკვეთრად შემცირებას გამოიწვევს. იმ შემთხვევვაში, თუ  ბანკის პრივატიზაცია არ შეჩერდება, ბანკის თანამშრომლები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. 

 

18-12-2012, 13:16
უკან დაბრუნება