საბერძნეთში ბანკის თანამშრომლები გაიფიცნენ
საბერძნეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. მრავალათასიანი აქცია ათენის ცენტრში ამჯერად „პოსტ ბანკის“ თანამშრომლებმა გამართეს. მათ ხელისუფლების ახალი გეგმა გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც, საბერძნეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი პრივატიზაციას უნდა დაექვემდებაროს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ბანკის პრივატიზება სამუშაო ადგილების მკვეთრად შემცირებას გამოიწვევს. იმ შემთხვევვაში, თუ ბანკის პრივატიზაცია არ შეჩერდება, ბანკის თანამშრომლები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.