ივერიონი / ნიკა გვარამია და ალექსანდრე ხეთაგური დაკითხვაზე დაიბარეს

ნიკა გვარამია და ალექსანდრე ხეთაგური დაკითხვაზე დაიბარეს

ამ წუთებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში იუსტიციისა და განათლების ყოფილ მინისტრს, ამჟამად ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ფინანსთა და ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს დაკითხვაზე ელოდებიან.

აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.

ამ დროსთვის უცნობია, რასთან დაკავშირებით დაიბარეს დაკითხვაზე ყოფილი მაღალჩინოსნები.

19-12-2012, 12:06
უკან დაბრუნება