ამ წუთებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში იუსტიციისა და განათლების ყოფილ მინისტრს, ამჟამად ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ფინანსთა და ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს დაკითხვაზე ელოდებიან.
აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
ამ დროსთვის უცნობია, რასთან დაკავშირებით დაიბარეს დაკითხვაზე ყოფილი მაღალჩინოსნები.
ნიკა გვარამია და ალექსანდრე ხეთაგური დაკითხვაზე დაიბარეს
გააზიარე სტატია








