ცოტა ხნის წინ "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან მისი ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი იმყოფებოდა.
ქალაქის მთავარი სამმართველოდან გამოსულმა ადვოკატმა განაცხადა, რომ გვარამია მადლობას უხდის მის მხარდამჭერებს და მისი პოზიცია უცვლელია - ის არ აღიარებს დანაშაულს.
"მე ის მოვინახულე, რათა გამეგო, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თავს ნორმალურად გრძნობს. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ დაკავებულია, სხვა პრობლემა მას არ აქვს. ყველას მადლობა გამოგიცხადათ მხარდაჭერისთვის. არანაირ არასათანადო მოპყრობას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება დარღვევებს, საქმეს რომ გავეცნობით, მერე ვნახავთ, არის თუ არა დარღვევები", - განაცხადა ჭაბაშვილმა.
მისივე თქმით, გვარამიასთვის ბრალის წაყენების ოფიციალური დრო ხვალ საღამოს იწურება.