ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ნიკა გვარამიას მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს

ნიკა გვარამიას მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს

ცოტა ხნის წინ  "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან  მისი ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი იმყოფებოდა.


ქალაქის მთავარი სამმართველოდან გამოსულმა ადვოკატმა განაცხადა, რომ გვარამია მადლობას უხდის მის მხარდამჭერებს და მისი პოზიცია უცვლელია - ის არ აღიარებს დანაშაულს.

"მე ის მოვინახულე, რათა გამეგო, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თავს ნორმალურად გრძნობს. თუ არ ჩავთვლით  იმას, რომ დაკავებულია, სხვა პრობლემა მას არ აქვს. ყველას მადლობა გამოგიცხადათ მხარდაჭერისთვის. არანაირ არასათანადო მოპყრობას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება დარღვევებს, საქმეს რომ გავეცნობით, მერე ვნახავთ, არის თუ არა დარღვევები", - განაცხადა ჭაბაშვილმა.

მისივე თქმით,  გვარამიასთვის ბრალის წაყენების ოფიციალური დრო ხვალ საღამოს იწურება.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: