ივერიონი / რა კავშირია ალექსანდრე ხეთაგურსა და ბანკ "ქართუს" შორის?

რა კავშირია ალექსანდრე ხეთაგურსა და ბანკ "ქართუს" შორის?

ამ წუთებში ალექსანდრე ხეთაგურს ბანკი "ქართუს" საქმესთან დაკავშირებით კითხავენ.


"შემატყობინეს, რომ ბატონ ალექსანდრე ხეთაგურს ბანკი "ქართუს" საკითხთან დაკავშირებით დაკითხავენ. დეტალები ჩემთვის უცნობია", - განაცხადა ხეთაგურის ადვოკატმა დავით ხაჟალიამ.


შეგახსენებთ, რომ  ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს. ხეთაგურს  ბრალი 338-ე მუხლით წარედგინა, რაც ქრთამის აღებას ითვალისწინებს და ასევე 194-ე მუხლით, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს. ქრთამის აღება 15 წლამდე, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია კი,  11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

21-12-2012, 18:24
უკან დაბრუნება