რა კავშირია ალექსანდრე ხეთაგურსა და ბანკ "ქართუს" შორის?
ამ წუთებში ალექსანდრე ხეთაგურს ბანკი "ქართუს" საქმესთან დაკავშირებით კითხავენ.
"შემატყობინეს, რომ ბატონ ალექსანდრე ხეთაგურს ბანკი "ქართუს" საკითხთან დაკავშირებით დაკითხავენ. დეტალები ჩემთვის უცნობია", - განაცხადა ხეთაგურის ადვოკატმა დავით ხაჟალიამ.
შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს. ხეთაგურს ბრალი 338-ე მუხლით წარედგინა, რაც ქრთამის აღებას ითვალისწინებს და ასევე 194-ე მუხლით, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს. ქრთამის აღება 15 წლამდე, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია კი, 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.