გამთენიისას, გოგოლის ქუჩის N10-ში ხანძარი გაჩნდა.
როგორც „ივერიონს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, დამწვარია სამსართულიანი იტალიური ტიპის სახლის სახურავი და მანსარდა.
მათი ინფორმაციით, დაიწვა დაახლოებით, 200-250 კვადრატული მეტრის ფართობი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა და მოსახლეობის ევაკუაცია დროულად მოხერხდა.
ადგილზე 16 სახანძრო და 2 სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. ხანძარი სრულადაა ლიკვიდირებული.