ივერიონი / შსს-მ დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-მ დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სენაკის რაიონულ სამმართველოში  ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
 
შსს-ს განცხადების თანახმად, სენაკში მცხოვრებმა, 1957 წელს დაბადებულმა თენგიზ. ა-მ სამართალდამცველებს 20 სხვადასხვა დასახელების საბრძოლო იარაღი წარუდგინა.

კერძოდ, ამოღებულია ტანკსაწინააღმდეგო „ერ-პე-გე"-ს ტიპის ჭურვი, ერთი ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, 7 სხვადასხვა დასახელების ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნის ჭურვი, მსხვილკალიბრიანი იარაღის ვაზნები, 7 ცალი 23 და 33 მილიმეტრიანი ქვემეხის ჭურვები, 13  ფუგასური ჭურვი და 8  „ეფ-1" ტიპის ხელყუმბარა 5 ამფეთქით.
 
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველო სსსკ-ის 236-ე მუხლით  მიმდინარეობს.

22-12-2012, 12:00
უკან დაბრუნება