უახლოესი ორი დღის განმავლობაში საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
როგორც „ივერიონს“ ამინდის პროგნოზირებისა და მონიტორინგის სამსახურში განუცხადეს, დღეიდან საქართველოს უმეტეს რაიონებში, განსაკუთრებით კი დასავლეთში, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.
მათი განცხადებით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში დღეს წვიმს, ხოლო მაღალმთიან რაიონებში - თოვს.
სინოპტიკოსების განცხადებით, ნალექის ინტენსიობა ხვალისთვის შემცირდება, თუმცა ზოგიერთ რაიონში ნალექი თოვლის სახით მაინც შენარჩუნდება.
თბილისში უახლოესი ორი დღის განმავლობაში თბილი, მზიანი ამინდებია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურის მერყეობა დღეს და ხვალ +5, +8 გრადუსის ფარგლებში იქნება.
რაც შეეხება 24 დეკემბერს, სინოპტიკოსების თქმით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კვლავ ნალექია მოსალოდნელი - უმეტესად თოვლის სახით.
24 დეკემბერს დედაქალაქში შესაძლოა ტემპერატურის დაკლება და თოვლჭყაპი.