ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

ამ შაბათ-კვირას ძირითადად უნალექო ამინდი იქნება

ამ შაბათ-კვირას ძირითადად უნალექო ამინდი იქნება

უახლოესი ორი დღის განმავლობაში საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

როგორც „ივერიონს“ ამინდის პროგნოზირებისა და მონიტორინგის სამსახურში განუცხადეს,  დღეიდან საქართველოს უმეტეს რაიონებში, განსაკუთრებით კი დასავლეთში, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

მათი განცხადებით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში დღეს წვიმს, ხოლო მაღალმთიან რაიონებში - თოვს.

სინოპტიკოსების განცხადებით, ნალექის ინტენსიობა ხვალისთვის შემცირდება, თუმცა ზოგიერთ რაიონში ნალექი თოვლის სახით მაინც შენარჩუნდება.

თბილისში უახლოესი ორი დღის განმავლობაში თბილი, მზიანი ამინდებია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურის მერყეობა დღეს და ხვალ +5, +8 გრადუსის ფარგლებში იქნება.

რაც შეეხება 24 დეკემბერს, სინოპტიკოსების თქმით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კვლავ ნალექია მოსალოდნელი - უმეტესად თოვლის სახით.

24 დეკემბერს დედაქალაქში შესაძლოა ტემპერატურის დაკლება და  თოვლჭყაპი.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: