რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილის თანაშემწეს ჯონათან ჰეილს შეხვდა.
რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე დემოკრატიული მმართველობის პროექტი მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯონათან ჰეილს საქართველოში დეცენტრალიზაციისა და რეგიონული განვითარების მიზნით დაგეგმილი რეფორმა გააცნო და აღნიშნა, რომ რეფორმის განხორციელების პროცესში აშშ-ს განვითარების სააგენტოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება.
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოს მთავრობის გეგმებს მიესალმნენ და სამინისტროს რეფორმის განსახორცილებლად გამოცდილების გაზიარებას დაჰპირდნენ.
თენგიზ შერგელაშვილი ვაშინგტონში ასევე შეხვდა მსოფლიო ბანკის სათაო ოფისში ურბანული და წყლის სექტორის მენეჯერ სუმილა გულიენის და მის კოლეგებს.