ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

თენგიზ შერგელაშვილმა ვაშინგტონში შეხვედრები გამართა

თენგიზ შერგელაშვილმა ვაშინგტონში შეხვედრები გამართა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილის თანაშემწეს ჯონათან ჰეილს შეხვდა.

რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-ს  საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით   მიმდინარე  დემოკრატიული მმართველობის პროექტი მიმოიხილეს და  სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯონათან ჰეილს საქართველოში დეცენტრალიზაციისა და რეგიონული განვითარების მიზნით დაგეგმილი რეფორმა გააცნო და აღნიშნა, რომ რეფორმის განხორციელების პროცესში აშშ-ს განვითარების სააგენტოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება.

საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები   საქართველოს მთავრობის გეგმებს  მიესალმნენ და  სამინისტროს რეფორმის განსახორცილებლად გამოცდილების გაზიარებას დაჰპირდნენ.

თენგიზ შერგელაშვილი ვაშინგტონში ასევე შეხვდა მსოფლიო ბანკის სათაო ოფისში ურბანული და წყლის სექტორის მენეჯერ სუმილა გულიენის და მის კოლეგებს.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: