ივერიონი / ნატოს საინფორმაციო ცენტრში „ნატოსკოპის“ პრეზენტაცია გაიმართა

ნატოს საინფორმაციო ცენტრში „ნატოსკოპის“ პრეზენტაცია გაიმართა

დღეს ნატოს საინფორმაციო ცენტრის ოფისში ონლაინ თამაშის "ნატოსკოპის"პრეზენტაცია გაიმართა.


პრეზენტაციაზე  მოწვეული იყვნენ ნატოს საკითხებზე მომუშავე ექპერტები და სტუდენტები.


"ნატოსკოპი"- ეს არის თამაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ. თამაში  ოთხი ტურისგან შედგება და  მოიცავს ნატოს წევრი ქვეყნების ისტორიის, სტრუქტურების, ფუნქციების შესახებ კითხვებს.


ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამ ონლაინ თამაშის ნახვა სოციალურ ქსელ "facebook"-ზე  ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ოფიციალურ გვერდზე.


„ეს თამაში დააინტერესებთ როგორც ახალგაზრდებს, ისე ზრდასრულ ადამიანებს. თამაში შედგება 400-მდე კითხვისგან. ერთ-ერთი ტური არის დროშების გამოცნობის. დარწმუნებული ვარ, ეს თამაში დიდი ხანი იქნება ლიდერი „facebook"-ზე არსებულ თამაშებს შორის“,- განაცხადა ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ გოგოტიშვილმა.

22-12-2012, 14:42
უკან დაბრუნება