ნატოს საინფორმაციო ცენტრში „ნატოსკოპის“ პრეზენტაცია გაიმართა
დღეს ნატოს საინფორმაციო ცენტრის ოფისში ონლაინ თამაშის "ნატოსკოპის"პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ ნატოს საკითხებზე მომუშავე ექპერტები და სტუდენტები.
"ნატოსკოპი"- ეს არის თამაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ. თამაში ოთხი ტურისგან შედგება და მოიცავს ნატოს წევრი ქვეყნების ისტორიის, სტრუქტურების, ფუნქციების შესახებ კითხვებს.
ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამ ონლაინ თამაშის ნახვა სოციალურ ქსელ "facebook"-ზე ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ოფიციალურ გვერდზე.
„ეს თამაში დააინტერესებთ როგორც ახალგაზრდებს, ისე ზრდასრულ ადამიანებს. თამაში შედგება 400-მდე კითხვისგან. ერთ-ერთი ტური არის დროშების გამოცნობის. დარწმუნებული ვარ, ეს თამაში დიდი ხანი იქნება ლიდერი „facebook"-ზე არსებულ თამაშებს შორის“,- განაცხადა ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ გოგოტიშვილმა.