პარლამენტის წევრებს პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო ხელფასი დაექვითებათ.
პარლამენტის თამჯდომარემ იმ დეპუტატების სია წაიკითხა, რომლებმაც სხდომები რამდენჯერმე არასაპატიო მიზეზით გააცდინეს.
სიაში 32 ოპოზიციონერი დეპუტატია. კერძოდ, ხელფასი როლანდ ახალაიას, გიორგი ბარამიძეს, დავით ბაქრაძეს, გოკა გაბაშვილს, დავით დარჩიაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ხათუნა გოგორიშვილსა და ჩიორა თაქთაქიშვილს დაექვითებათ.
„ბოლო დღეებში უმცირესობის წარმომადგენლები სხდომებს არ ესწრებიან. მათ არც პოლიტიკური ბოიკოტი გამოუცხადებიათ, როდესაც დაუსწრებლობა საპატიო მიზეზად ითვლება. მეორე არასაპატიოდ გაცდენილი დღიდან პარლამენტის წევრს ერთი დღის ხელფასი ექვითება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
აღსანიშნავია ისიც, რომ უმრავლესობიდან ხელფასს მახირ დარზიევს და ირაკლი ტრიპოლსკის დაუქვითავენ.