ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

დეპუტატებს სხდომების გაცდენის გამო ხელფასს დაუქვითავენ

დეპუტატებს სხდომების გაცდენის გამო ხელფასს დაუქვითავენ

პარლამენტის წევრებს პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო ხელფასი დაექვითებათ.

პარლამენტის თამჯდომარემ იმ დეპუტატების სია წაიკითხა, რომლებმაც სხდომები რამდენჯერმე არასაპატიო მიზეზით გააცდინეს.

სიაში 32 ოპოზიციონერი დეპუტატია. კერძოდ, ხელფასი როლანდ ახალაიას, გიორგი ბარამიძეს, დავით ბაქრაძეს, გოკა გაბაშვილს, დავით დარჩიაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ხათუნა გოგორიშვილსა და ჩიორა თაქთაქიშვილს დაექვითებათ.

„ბოლო დღეებში უმცირესობის წარმომადგენლები სხდომებს არ ესწრებიან. მათ არც პოლიტიკური ბოიკოტი გამოუცხადებიათ, როდესაც დაუსწრებლობა საპატიო მიზეზად ითვლება. მეორე არასაპატიოდ გაცდენილი დღიდან პარლამენტის წევრს  ერთი დღის ხელფასი ექვითება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

აღსანიშნავია ისიც, რომ უმრავლესობიდან ხელფასს მახირ დარზიევს და ირაკლი ტრიპოლსკის დაუქვითავენ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: