განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა კონფერენცია გახსნეს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ორდღიანი კონფერენცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის ჩატარებული ტრენინგების შეჯამებასა და პროფესიულ კოლეჯებს შორის მასწავლებელთა გამოცდილების გაზიარებას ეძღვნება.
სამინისტროს ინფორმაციით, წელს პირველად, მასში მონაწილეობას მიიღებენ პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები და წარმატებული კურსდამთავრებულები.
პროფესიული სასწავლებლის მასწავლებელთათვის წელს სასწავლო პროცესში სწავლების ინტერაქტიული მეთოდებისა და ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებაზე არაერთი ტრენინგი ჩატარდა.
ახლო მომავალში დაგეგმილია პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა აკადემიური საჭიროებების კვლევა, რომლის შედეგებიც საფუძვლად დაედება მასწავლებელთა განვითრებისთვის საჭირო ღონისძიებებს.