ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა კონფერენცია გაიხსნა

პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა  კონფერენცია გაიხსნა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა  კონფერენცია გახსნეს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ორდღიანი კონფერენცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის ჩატარებული ტრენინგების შეჯამებასა და პროფესიულ კოლეჯებს შორის  მასწავლებელთა გამოცდილების გაზიარებას ეძღვნება. 

სამინისტროს ინფორმაციით, წელს პირველად, მასში  მონაწილეობას  მიიღებენ პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები და წარმატებული კურსდამთავრებულები.

პროფესიული სასწავლებლის მასწავლებელთათვის წელს სასწავლო პროცესში სწავლების ინტერაქტიული მეთოდებისა და ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებაზე არაერთი ტრენინგი ჩატარდა.

ახლო მომავალში დაგეგმილია პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა აკადემიური საჭიროებების კვლევა, რომლის შედეგებიც საფუძვლად დაედება მასწავლებელთა განვითრებისთვის საჭირო ღონისძიებებს.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: