გორის რაიონის სოფელ შინდისში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალს დადგამენ. ამ მიზნით, გორის რაიონის ხელისუფლებამ 5 ათასი ლარი გამოყო. ინფორმაციას გაზეთი "Взгляд" ავრცელებს.
„ამჟამად სოფელში იმპროვიზირებული მემორიალი დგას. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის კაპიტალურად გავაკეთოთ და თუ 5 ათასი ლარი საკამრისი არ იქნება, გამოყოფილი თანხის რაოდენობას გავზრდით“, - აცხადებენ გორის გამგეობაში.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს უკანდახეული ქართული სამხედრო ქვედანაყოფი სოფელ შინდისში ერთ-ერთ შენობაში გაჩერდა. რუსეთის სამხედრო შენაერთებთან უთანასწორო ბრძოლაში 17 ქართველი დაიღუპა.
ადგილობრივ მცხოვრებთა განცხადებით, რუსი სამხედროები დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს პატივით იხსენიებდნენ.