ცხელი ამბავი

გორის რაიონში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალს დადგამენ

გორის რაიონში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალს დადგამენ

გორის რაიონის სოფელ შინდისში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალს დადგამენ. ამ მიზნით, გორის რაიონის ხელისუფლებამ  5 ათასი ლარი გამოყო. ინფორმაციას გაზეთი "Взгляд" ავრცელებს. 

 

 „ამჟამად სოფელში იმპროვიზირებული მემორიალი დგას. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის კაპიტალურად გავაკეთოთ და თუ  5 ათასი ლარი საკამრისი არ იქნება, გამოყოფილი თანხის რაოდენობას გავზრდით“, - აცხადებენ გორის გამგეობაში. 

 

2008 წლის აგვისტოს ომის დროს უკანდახეული ქართული  სამხედრო  ქვედანაყოფი სოფელ შინდისში ერთ-ერთ შენობაში გაჩერდა. რუსეთის სამხედრო შენაერთებთან უთანასწორო ბრძოლაში 17 ქართველი დაიღუპა.

 

ადგილობრივ მცხოვრებთა განცხადებით, რუსი სამხედროები დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს  პატივით იხსენიებდნენ.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: