ივერიონი / სამედიცინო-დიაგნოსტიკურ შენობაში შეჭრილი დევნილები დროებით უკან გამოაბრუნეს

სამედიცინო-დიაგნოსტიკურ შენობაში შეჭრილი დევნილები დროებით უკან გამოაბრუნეს

ზუგდიდის ვექტორის დასახლებაში კომპაქტურად მცხოვრები დევნილები სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრის შენობაში შეიჭრნენ. 

 

შენობა, რომელიც დევნილებმა დაიკავეს, სამედიცინო კომპანია "ბლოკ-ჯორჯიას" კუთვნილებაა. 

 

15 ოჯახი ამ დრომდე ქირით ცხოვრობდა.  მათი განცხადებით, ისინი უსახსროდ არიან დარჩენილი და ქირის გადახდის საშუალება აღარ გააჩნიათ. 

 

შენობის დარაჯმა პატრული გამოიძახა. მოგვიანებით მათთან სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოსა და შსს-ს ზუგდიდის სამმართველოს წარმომადგენლები, რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი და დევნილთა კომიტეტის ხელმძღვანელი მივიდნენ.  

 

2- საათიანი მოლაპარაკების შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ დევნილები დროებით ძველ საცხოვრებელ ფართებში დარჩებიან და რეგისტრაციას გაივლიან მშენებარე ფართების დასაკავებლად, ქირას კი დევნილთა კომიტეტი გადაუხდის.

23-12-2012, 17:43
უკან დაბრუნება