სამედიცინო-დიაგნოსტიკურ შენობაში შეჭრილი დევნილები დროებით უკან გამოაბრუნეს
ზუგდიდის ვექტორის დასახლებაში კომპაქტურად მცხოვრები დევნილები სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრის შენობაში შეიჭრნენ.
შენობა, რომელიც დევნილებმა დაიკავეს, სამედიცინო კომპანია "ბლოკ-ჯორჯიას" კუთვნილებაა.
15 ოჯახი ამ დრომდე ქირით ცხოვრობდა. მათი განცხადებით, ისინი უსახსროდ არიან დარჩენილი და ქირის გადახდის საშუალება აღარ გააჩნიათ.
შენობის დარაჯმა პატრული გამოიძახა. მოგვიანებით მათთან სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოსა და შსს-ს ზუგდიდის სამმართველოს წარმომადგენლები, რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი და დევნილთა კომიტეტის ხელმძღვანელი მივიდნენ.
2- საათიანი მოლაპარაკების შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ დევნილები დროებით ძველ საცხოვრებელ ფართებში დარჩებიან და რეგისტრაციას გაივლიან მშენებარე ფართების დასაკავებლად, ქირას კი დევნილთა კომიტეტი გადაუხდის.