ივერიონი / საქართველოში 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო

საქართველოში 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო

რამდენიმე წუთის წინ საქართველოში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

 

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი შავი ზღვის სანაპირო ზოლიდან 46 კილომეტრში მდებარეობდა. 

მიწისქვეშა ბიძგები 17:31 საათზე, 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა.

 

საგრძნობი რყევები თბილისშიც იგრძნობოდა. ამ დროისთვის ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

23-12-2012, 17:47
უკან დაბრუნება