საქართველოში 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო
რამდენიმე წუთის წინ საქართველოში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი შავი ზღვის სანაპირო ზოლიდან 46 კილომეტრში მდებარეობდა.
მიწისქვეშა ბიძგები 17:31 საათზე, 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა.
საგრძნობი რყევები თბილისშიც იგრძნობოდა. ამ დროისთვის ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.