დღეს ბათუმში პრეზიდენტის გადადგომის მემორანდუმით გაერთიანებული ორგანიზაციების წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ სარჩელს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.
სარჩელს ხელს აწერენ:
რეზო ჩხეიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია “ერთსულოვნება", კინო რეჟისორი, მსოფლიო მშვიდობის ელჩი საზოგადოების უფლებებისათვის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
მიხეილ ანდღულაძე - არასამთავრობო ორგანიზაცია “ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” თავმჯდომარე
თეიმურაზ შაშიაშვილი – პოლიტიკური პარტია ,,თეთრები’’-ს თავმჯდომარე
გიზო შარვაშიძე – აფხაზეთში განსავითარებელი ჰუმანიტარული პროგრამების ფონდის თავმჯდომარე
ფერდინადნდ ლორთქიფანიძე – ,,ქართულ-ოსური მისიის’’თანათავმჯდომარე
ნიაზ ბოლქვაძე – აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის თავმჯდომარე
ელგუჯა ბურდული - არასამთავრობო ორგანიზაცია “ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
დღესვე 14:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.