საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით სარჩელი შედის

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით სარჩელი შედის

დღეს ბათუმში პრეზიდენტის გადადგომის მემორანდუმით გაერთიანებული ორგანიზაციების წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ სარჩელს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.


სარჩელს ხელს აწერენ:


რეზო ჩხეიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია “ერთსულოვნება", კინო რეჟისორი, მსოფლიო მშვიდობის ელჩი საზოგადოების უფლებებისათვის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე


მიხეილ ანდღულაძე - არასამთავრობო ორგანიზაცია “ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” თავმჯდომარე


თეიმურაზ შაშიაშვილი – პოლიტიკური პარტია ,,თეთრები’’-ს თავმჯდომარე


გიზო შარვაშიძე – აფხაზეთში განსავითარებელი ჰუმანიტარული პროგრამების ფონდის თავმჯდომარე


ფერდინადნდ ლორთქიფანიძე – ,,ქართულ-ოსური მისიის’’თანათავმჯდომარე


ნიაზ ბოლქვაძე – აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის თავმჯდომარე


ელგუჯა ბურდული - არასამთავრობო ორგანიზაცია “ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი


დღესვე 14:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან საგანგებო  ბრიფინგი გაიმართება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: