ისრაელის სამართალდამცავმა ორგანოებმა ყოფილი რაბინი ელიიახსუ ბაკში-დორონი თაღლითობაში ამხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას „Associated Press“ ავრცელებს.
სამართალდამცავების ინფორმაციით, ბაკში-დორონმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მასშტაბურ აფიორაში, სადაც მან ყალბი რაბინული დოკუმენტები 1000-ზე მეტ პოლიციელსა და ჯარისკაცს დაუმზადა. რაბინის ტიტულის წოდება 2000-დან 3000 შეკელი ჯდებოდა, რაც დაახლოებით 530-1000 დოლარია. მსურველებს ამ თანხის გადახდა ყოველთვიურად უხდებოდათ. მათ მიერ გადახდილი თანხა სულ ასობით მილიონ შეკელს აღწევს.
დანაშაული, რომელშიც ბაკში-დორონს ბრალს დებენ, 1998-2003 წლებს უკავშირდება, როცა ის ისრაელის ერთ-ერთი მთავარი რაბინი იყო.
გარდა ამისა, ბრალდება იმ პედაგოგებსაც წაუყენეს, რომლებიც პოლიციელებსა და ჯარისკაცებს რაბინობისთვის ამზადებდნენ.
მათ მიერ ჩატარებული საგანმანათლებლო კურსი ნაცვლად 5 წლისა, წელიწადნახევარს გრძელდებოდა.