ისრაელის ყოფილ რაბინს თაღლითობაში ადანაშაულებენ

ისრაელის ყოფილ რაბინს თაღლითობაში ადანაშაულებენ

ისრაელის სამართალდამცავმა ორგანოებმა ყოფილი რაბინი ელიიახსუ ბაკში-დორონი თაღლითობაში ამხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას „Associated Press“ ავრცელებს.


სამართალდამცავების ინფორმაციით, ბაკში-დორონმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მასშტაბურ აფიორაში,  სადაც მან ყალბი  რაბინული დოკუმენტები  1000-ზე მეტ პოლიციელსა და ჯარისკაცს დაუმზადა. რაბინის ტიტულის წოდება 2000-დან 3000 შეკელი ჯდებოდა, რაც დაახლოებით 530-1000 დოლარია. მსურველებს ამ თანხის გადახდა ყოველთვიურად უხდებოდათ. მათ მიერ გადახდილი თანხა სულ ასობით მილიონ შეკელს აღწევს.


დანაშაული, რომელშიც ბაკში-დორონს ბრალს დებენ, 1998-2003 წლებს უკავშირდება, როცა ის ისრაელის ერთ-ერთი მთავარი რაბინი იყო.


გარდა ამისა, ბრალდება იმ პედაგოგებსაც წაუყენეს, რომლებიც პოლიციელებსა  და ჯარისკაცებს  რაბინობისთვის ამზადებდნენ.


მათ მიერ ჩატარებული საგანმანათლებლო კურსი ნაცვლად 5 წლისა, წელიწადნახევარს გრძელდებოდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: