საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის რეფერენდუმში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ჩემპიონმა, ლაშა შავდათუაშვილმა გაიმარჯვა. ახალგაზრდა ძიუდოისტმა 507 ქულა დააგროვა. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სსჟა-ს საუკეთესო ათეულში მეორე ადგილზე გავიდა, მესამე ადგილი კი – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხმა დაიკავა.
პირველ ათეულში შემდეგი სპორტსმენებიც მოხვდნენ: დავით მოძმანაშვილი, დავით მარსაგიშვილი, მანუჩარ ცხადაია, გიორგი გოგშელიძე, ზაზა ფაჩულია, მამუკა გორგოძე და მანუჩარ მარკოიშვილი.
ჟურნალისტებმა წლის უძლიერეს გუნდად კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები აღიარეს. მეორე ადგილზე ძიუდოისტები გავიდნენ, ხოლო მესამე 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა დაიკავა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდა.