სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის რეფერენდუმში ლაშა შავდათუაშვილმა გაიმარჯვა

სპორტულ  ჟურნალისტთა ასოციაციის რეფერენდუმში ლაშა  შავდათუაშვილმა გაიმარჯვა

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის რეფერენდუმში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ჩემპიონმა, ლაშა შავდათუაშვილმა გაიმარჯვა. ახალგაზრდა ძიუდოისტმა 507 ქულა დააგროვა. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სსჟა-ს საუკეთესო ათეულში მეორე ადგილზე გავიდა, მესამე ადგილი კი – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხმა  დაიკავა.

 

პირველ ათეულში შემდეგი სპორტსმენებიც მოხვდნენ: დავით მოძმანაშვილი, დავით მარსაგიშვილი, მანუჩარ ცხადაია, გიორგი გოგშელიძე, ზაზა ფაჩულია, მამუკა გორგოძე და მანუჩარ მარკოიშვილი.

 

ჟურნალისტებმა წლის უძლიერეს გუნდად  კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები აღიარეს. მეორე ადგილზე ძიუდოისტები გავიდნენ, ხოლო  მესამე 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა დაიკავა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: