საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის 1 მაისიდან საქართველოს ოთხ სახელმწიფოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების დანიშვნის ბრძანებას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
2014 წლის 1 მაისიდან სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ინიშნება ზურაბ ბექაია.
2014 წლის 1 ივნისიდან წმინდა საყდართან (ვატიკანში) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ინიშნება თამარ გრძელიძე.
2014 წლის 2 ივნისიდან ქუვეითისსახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ინიშნება როლანდ ბერიძე.
2014 წლის 3 აპრილიდან ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად კი ლევან ნიჟარაძე.