2014 წლის 1 მაისიდან საქართველოს ოთხი ახალი ელჩი ეყოლება

2014 წლის 1 მაისიდან  საქართველოს ოთხი ახალი ელჩი ეყოლება

    საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის 1 მაისიდან საქართველოს ოთხ სახელმწიფოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების დანიშვნის ბრძანებას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

 

   2014 წლის 1 მაისიდან  სლოვენიის  რესპუბლიკაში  საქართველოს  საგანგებო  და  სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ინიშნება ზურაბ ბექაია.

   

 2014 წლის 1 ივნისიდან  წმინდა  საყდართან  (ვატიკანში)  საქართველოს  საგანგებო და  სრულუფლებიანი  ელჩის  თანამდებობაზე  ინიშნება  თამარ  გრძელიძე.      

      2014 წლის 2 ივნისიდან ქუვეითისსახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ინიშნება როლანდ ბერიძე. 

 

    2014 წლის 3 აპრილიდან ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად კი ლევან ნიჟარაძე.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: