ივერიონი / დავით დარახველიძემ ვენერა მეტრეველის სახელზე ტუიას ნერგი დარგო

დავით დარახველიძემ ვენერა მეტრეველის სახელზე ტუიას ნერგი დარგო

დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად  9 აპრილის სახელობის ბაღში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის „მწვანე მომავალი“ფარგლებში გამართულ აქციაში. მინისტრებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა პატივსაცემად და ხსოვნის უკვდავსაყოფად მათი სახელობის ნერგები დარგეს, თითოეულ  ნერგზე ბარათები შეაბეს , რომლებზეც  დაღუპულთა სახელებია  დაწერილი.

დავით დარახველიძემ  ქალბატონი, ვენერა მეტრეველის სახელზე  ტუიას ნერგი დარგო.

 

9-04-2014, 15:08
უკან დაბრუნება