დავით დარახველიძემ ვენერა მეტრეველის სახელზე ტუიას ნერგი დარგო
დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად 9 აპრილის სახელობის ბაღში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის „მწვანე მომავალი“ფარგლებში გამართულ აქციაში. მინისტრებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა პატივსაცემად და ხსოვნის უკვდავსაყოფად მათი სახელობის ნერგები დარგეს, თითოეულ ნერგზე ბარათები შეაბეს , რომლებზეც დაღუპულთა სახელებია დაწერილი.
დავით დარახველიძემ ქალბატონი, ვენერა მეტრეველის სახელზე ტუიას ნერგი დარგო.