28 აპრილს, თბილისს ცნობილი თურქი მსახიობი, იუნესკოს კეთილი ნების ელჩი, მურატ ილდირიმი ეწვევა. მსახიობი სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტების საქველმოქმედო ორგანიზაციას, "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს". როგორც "ინტერპრესნიუსს" ფონდიდან აცნობეს, ის აქტიურად ეხმარება თურქეთში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს და საქართველოში მისი ვიზიტის მიზანიც სიცოცხლისთვის მებრძოლი პატარების დახმარებაა.
მსახიობი 12:30 საათზე "თბილისი მარიოტში" პრესკონფერენციას გამართავს, 14:00 საათზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ ბავშვებს მოინახულებს, 17:00–19:00 საათზე ქალაქს დაათვალიერებს, ხოლო 20:00 საათზე მცხეთაში გაიმართება საქველმოქმედო ვახშამი, კონცერტის თანხლებით. რესტორანი “La Truffe” ცნობილ თურქ მსახიობს მურატ ილდირიმს უმასპინძლებს. სპეციალურად სტუმრებისთვის, მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ლაივ პროგრამას წარმოადგენს. საქველმოქომედო აქციაზე შემოსული თანხა "დიტო ცინცაძის სახელობის ფონდში" გადაირიცხება.
მურად ილდირიმი თურქეთში 29 მაისს გაემგზავრება.
თაზო ბენიძე