ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

მურატ ილდირიმის სოლიდარობა "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს"

მურატ ილდირიმის სოლიდარობა "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს"

   28 აპრილს, თბილისს ცნობილი თურქი მსახიობი, იუნესკოს კეთილი ნების ელჩი, მურატ ილდირიმი ეწვევა. მსახიობი სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტების საქველმოქმედო ორგანიზაციას, "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს". როგორც "ინტერპრესნიუსს" ფონდიდან აცნობეს, ის აქტიურად ეხმარება თურქეთში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს და საქართველოში მისი ვიზიტის მიზანიც სიცოცხლისთვის მებრძოლი პატარების დახმარებაა. 

   მსახიობი 12:30 საათზე "თბილისი მარიოტში" პრესკონფერენციას გამართავს, 14:00 საათზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ ბავშვებს მოინახულებს, 17:00–19:00 საათზე ქალაქს დაათვალიერებს, ხოლო 20:00 საათზე მცხეთაში გაიმართება      საქველმოქმედო ვახშამი, კონცერტის თანხლებით. რესტორანი “La Truffe” ცნობილ თურქ მსახიობს მურატ ილდირიმს უმასპინძლებს. სპეციალურად სტუმრებისთვის, მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ლაივ პროგრამას წარმოადგენს. საქველმოქომედო აქციაზე შემოსული თანხა "დიტო ცინცაძის სახელობის ფონდში" გადაირიცხება.

   მურად ილდირიმი თურქეთში 29 მაისს გაემგზავრება.

თაზო ბენიძე

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: