საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ვაჟა-ფშაველას მოთხრობების კრებული მიმდინარე წელს, გერმანულ ენაზე გამოიცემა.
კრებულში თავმოყრილია ვაჟა ფშაველას რჩეული მოთხრობები: „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „ჩხიკვთა ქორწილი“, „სათაგური“, „ამოდის, ნათდება!“, „მთანი მაღალნი“,“მთის წყარო,“ „როგორ გაჩნდნენ ბუები ქვეყანაზე“.
პროექტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
ამავე პროგრამის ფარგლებში, 2013 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ვაჟა-ფშაველას 3 პოემა: “ალუდა ქეთელაური”, „გველისმჭამელი“ და „სტუმარ მასპინძელი“ ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე ითარგმნა და გამოიცა.