ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

ვაჟა წლეულს გერმანულ ენაზეც ამეტყველდება

ვაჟა წლეულს გერმანულ ენაზეც ამეტყველდება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ვაჟა-ფშაველას მოთხრობების კრებული მიმდინარე წელს, გერმანულ ენაზე გამოიცემა.

კრებულში თავმოყრილია ვაჟა ფშაველას რჩეული მოთხრობები: „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „ჩხიკვთა ქორწილი“, „სათაგური“, „ამოდის, ნათდება!“, „მთანი მაღალნი“,“მთის წყარო,“ „როგორ გაჩნდნენ ბუები ქვეყანაზე“.

პროექტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ამავე პროგრამის ფარგლებში, 2013 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით,  ვაჟა-ფშაველას 3 პოემა: “ალუდა ქეთელაური”, „გველისმჭამელი“ და „სტუმარ მასპინძელი“ ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე ითარგმნა და გამოიცა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: