რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან, სასულიერო პირები ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვას აპროტესტებენ.
პარლამენტის შენობასთან 100-მდე ადამიანია შეკრებილი. მათ თან აქვთ პლაკატები წარწერით - "ვთხოვთ ხელისუფლებას, არ დაუშვას გარყვნილების ქადაგება", "დავიცვათ ოჯახური სიწმინდე და ზნეობრიობა", "მამათმავლობის დაკანონება და პროპაგანდა ერის გენოციდია". აქციის მონაწილეები მოგვიანებით მსვლელობას გამართავენ სახელმწიფო კანცელარიისკენ.