ცხელი ამბავი

პარლამენტის შენობასთან სასულიერო პირები აქციას მართავენ

პარლამენტის შენობასთან სასულიერო პირები აქციას მართავენ

რუსთაველის გამზირზე  პარლამენტის შენობასთან, სასულიერო პირები  ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვას აპროტესტებენ. 

პარლამენტის შენობასთან 100-მდე ადამიანია შეკრებილი. მათ თან აქვთ პლაკატები წარწერით - "ვთხოვთ ხელისუფლებას, არ დაუშვას გარყვნილების ქადაგება", "დავიცვათ ოჯახური სიწმინდე და ზნეობრიობა", "მამათმავლობის დაკანონება და პროპაგანდა ერის გენოციდია". აქციის მონაწილეები მოგვიანებით მსვლელობას გამართავენ სახელმწიფო კანცელარიისკენ. 

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: