ტელეკომპანია "აჭარის" ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილედ ცოტნე ანანიძე დაინიშნა. შეგახსენებთ, რომ ეს თანამდებობა დღემდე ვაკანტური იყო.
"ცოტნე არის იურისტი, საკმაოდ კარგი სატელევიზიო უნარებიც გამოავლინა. მიჰყავს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ "სამართალი ხალხისთვის". ერთ წელზე მეტია გადის ეთერში. არის ეთიკის ქარტიის წევრი. ვთვლი, რომ გადაცემის წაყვანას და ახალ თანამდებობას ერთმანეთს შეუთავსებს. ამ უნარებით შევარჩიეთ მოადგილედ," - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზისა და რადიოს დირექტორმა სოსო სტურუამ.